четверг, 19 февраля 2009 г.

     სამკურნალო მიზნით მცენარეთა გამოყენებას ადამიანმა შორეულ წარსულში მიჰყო ხელი. მრავალი საუკუნის მანძილზე მცენარემ, როგორც სამკურნალო საშუალებამ. საპატიო ადგილი დაიკავა ადამიანის ცხოვრებაში.მრავალ ლეგენდაში და მითში შეხვდებით უებარი წამლობის ეპიზოდს, რაც სრულებითაც არ არის შემთხვევითი-პირიქით გვაფიქრებინებს, რომ ქართული მიწა ამ ზნეობრივ ძალასთან თანაზიარია.

     ავჭალის ულამაზესი ბუნების ერთერთი ძირითადი მახასიათებელია მცენარეთა მრავალფეროვნება. შევისწავლეთ ავჭალის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეები. ბიოლოგიის მასწავლებლის ქალბატონი ეკა სადაღაშვილის და ადგილობრივი მცხოვრების ქალბატონ ციცო ამირანაშვილის დახმარებით დაადგინეს ავჭალაში გავრცელებული მცენარეებიდან რომელი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით. ქალბატონი ციცო  თვითონ ამზადებს სამკურნალო საშუალებებს სამკურნალო მცენარეებისაგან და მან მოსწავლეებს მრავალი საიდუმლო გაანდო ამ თემაზე.

   ავჭალაში გავრცელებულია შემდეგი სახის მცენარეები: მუხა, ბიჭვი, კედარი, ნაძვი, აკაკის ხე, წიფელა, თხმელა, ნეკერჩხალი, კუნელი, ასკილა, თრიმლი, ზმარტლი, მაყვალი, ქაცვი, გვიმრა, ანწლი,ჭინჭარი , ვირისტერფა, მრავალძარღვა, კრაზანა, ბაბუაწვერა, ასფურცელა, პიტნა ენძელა, ია, ყოჩივარდა მატიტელა, ლემა, ლენცოფა, კატაბალახა, შავბალახა, შროშანა, კოწახური, ველური მიხაკი, ენდრო, შალგი, წიწმატურა, კომბოსტო, პომინდორი, წიწაკა, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ლობიო, სიმინდი, წიწმატი, ქინძი, კამა, ნიახური, ოხრახუში, ტიმოთელა, ჯანგა, ვაციწვერა, თივაქასრა, თხილი, კაკალი, ვაშვი, მსხალი, ვაზი, მაჟალო (ტყის), პანტა, ლეღვი, კარალიოკი, ბალი, ალუბალი, ჭადარი, ვერხვი, ტყემალი, გარგარი, ჭერამი, ატამი, ქლიავი და სხვა მრავალი.
  ჩამოთვლილი მცენარეებიდან უმრავლესობა სამკურნალოა, მაგალითად:
პიტნა – იყენებენ ნაღრძობის, წითელი ქარის, თავის ტკივილის, სისხლდენის, გაზების დაგროვების შემთხვევაში, ითვლება ნაღვლმდენის საშუალებად.
შავბალახა –გამოიყენება ჰიპერტონული დავადებების, ქავილის, ანთების სამკურნალოდ, ითვლება დამამშვიდებალ საშუალებად.
ვირისტერფა ( დედა-დედინაცვალი) – უებარი საშუალებაა მწვაე რესპირატორული და ვირუსული ინფექციების, არტერიული წნევის, ბუასელის სამკურნალოდ.
მატიტელა – გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი და მადის მომგვრელი საშუალება, შეიცავს ვიტამინებს.
კატაბალახა (ვალერიანი) – დამამშვიდებელი , გულის მუშაობის დამრეგულირებელი და ძილის მომგვრელი საშვალება.                                
მრავალძარღვა –
გამოიყენაბა კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებელ, ანთებითი პროცესის დროს, კანზე ჩირქოვანი გამონაყარების დროს, ღვიძლის ანთებისას.
ასფურცელა – მისი პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის სადენის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დავადებების და ჰელმინთოზების სამკურნალოდ. ასფურცელას ნაყენის დიდი დოზით და ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ფაღარათს და ღებინებას.
კრაზანა– უხდება კუჭ-ნაწლავის დაავადება, გამოიყენება ღვიძლის გამაგრების და პირში უსიამოვნო სუნის გაქრობის მიზნით.